ქოლცენტრების საქმე - დაკავებები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

09 ნოემბერი 2022, 19:46 701 ნახვა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. საერთაშორისო თაღლითობის  ფაქტი ეგრედწოდებულ ქოლცენტრებს ეხება, რომლებიც ათეულობით ადგილას იყო მოწყობილი. პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარდა  ხუთი ეგრედწოდებული ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია მთავარი მტკიცებულებები. საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. ირკვევა, რომ აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით დამნაშავე პირები ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ  მილიონობით ევროს თაღლითურად დაეუფლნენ  და შემდგომში ეს თანხა  გაათეთრეს. ფართომასშტაბიანი საგამოძიებო მოქმედებები  საქართველოს  პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, „ევროჯასტის“ მხარდაჭერით შექმნილმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე  ჩაატარდა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში