აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ პატარაძეს 2012 წლიდან დღემდე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ სტატისტიკა გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2017 წლის ბიუჯეტს, რომელშიც უწყების ინფორმაციით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული გზებთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროებები. მთავრობის თავმჯდომარე ბოლო პერიოდში, მუნიციპალიტეტებში, შიდა გზებზე არსებულ მდგომარეობას, ადგილზე გაეცნო.