რატომ ჩაიშალა გირჩის განაყოფსა და გიორგი ვაშაძეს შორის დაანონსებული შეხვედრა, რომელიც კვირას უნდა გამართულიყო? გიორგი ვაშაძემ დღეს განცხადება გააკეთა და განმარტა რომ ინდივიდუალურ კონსულტაციებს „გირჩთან“ არ აპირებს, თუმცა რა არის ამის მიზეზი, ამაზე აღარ უსაუბრია. იაგო ხვიჩიასთვის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა.