საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

18 იანვარი 2021, 10:51 1291 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 034 PCR ტესტით.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 13, იმერეთი - 5, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 0, გურია - 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 784, აჭარაში - 281, იმერეთში - 704. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 61, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 5, იმერეთში - 29. 634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 296 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში