ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციისას დაკავებული ყველა სამოქალაქო აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ისინი კვლავ დაბრუნდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც 47 დღეა აქციებს მართავენ. მათი დაკავება ყრილობის პარალელურად მოხდა.
ისინი პროტესტს „ქართული ოცნების“ მიმართ გამოთქვამდნენ, არ ცნობენ მმართველი გუნდის ლეგიტიმაციასა და საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. პოლიციის მიერ სამოქალაქო აქტივისტების დავაკება მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ქუჩის გადაკეტვასა და ბანერის გაშლას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.