არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ „პროკურატურამ მზია ამაღლობელის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოს“. საია-ს განმარტებით, „„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს“.
ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმეში არის არაერთი დარღვევა. გარდა ამისა, საია-ში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად უნდა გამოიძიოს ეს ფაქტი.