აქციაზე გზის გადაკეტვის საქმე-სასამართლო პროცესი

20 იანვარი 2025, 20:03 103 ნახვა

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს სამი პირის ვაჟა დარჩიას, აზა გაბუნიას და ლევან გორგილაძის, ადმინისტრაციული საქმე განიხილა. მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოიკვლია ვიდეო მტკიცებულებები.
საქმე ეხება 16 დეკემბერს ბათუმში მთავრობის სახლთან აქციაზე შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმზე. რითაც სამ პირს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. როგორც დაცვის მხარე ამბობს მტკიცებულებებით პირთა დანაშაული არ მტკიცდება.
მოსამართლემ კი თქვა რომ საქმეზე გადაწყვეტილებას 24 იანვარს 12 საათზე გამოაცხადებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი