კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე

22 იანვარი 2025, 14:12 77 ნახვა

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში  31 იანვარს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვა თქვა პროკურორმა. დაცვის მხარეს კი ორი შუამდგომლობა ჰქონდა, რომელიც სხდომის გადადებასა და მის დახურვას ეხებოდა.

ჯაიანის ადვოკატი  სხდომის დახურვას იმ მიზეზით, ითხოვდა, რომ  მისი თქმით, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ის ვიდეო მტკიცებულებები, პირადი მიმოწერები, რომელიც პირადი ხასიათის ინფორმაციას  შეიცავს.

პროცესის დახურვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარე. დღევანდელ სხდომას  ბრალდებული ბექა ჯაიანიც ესწრებოდა. იგი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულსა და ძალადობას უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  ჯაიანს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი