„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, სასტუმრო „ბათუმი შერატონის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს ის მტკიცებულებები, რომელიც პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ასახავდა.
ამასთან, მისივე თქმით, სასტუმროს თანამშრომლები ასევე თავდასხმის ამსახველ სასტუმროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებსაც ანადგურებენ. აღნიშნულს ნათია მეზვრიშვილის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს ურთავს, სადაც სასტუმროს მომსახურე პერსონალი იატაკს წმენდს.
მეზვრიშვილის განმარტებით, ინფორმაცია სასტუმროს სათავო ოფისსაც აცნობეს.