სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმე წარმოებაში არ მიიღო

21 იანვარი 2025, 18:29 150 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი, რომლითაც ადვოკატები მზია ამაღლობლისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ. მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატის პაატა დიასამიძის ინფორმაციით ადვოკატებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ სასამართლოს დასაბუთება.
აქვე გეტყვით რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა #5 პენიტენციურ დაწესებულებაში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა შეამოწმა მისი განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა.
ამასთან, ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ისაუბრეს ასევე, ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი