საფრანგეთში 12-საათიანი კომენდანტის საათი დაწესდება

15 იანვარი 2021, 11:53 1071 ნახვა

საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი საღამოს 6-დან დილის 6 საათამდე იმოქმედებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა. მისი თქმით, „კომენდანტის საათი“ ხვალიდან  დაწესდება და ძალაში მინიმუმ 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ცნობისთვის, დღემდე 12-საათიანი „კომენდანტის საათი“ საფრანგეთის 95 დეპარტამენტიდან დაახლოებით 20-ში მოქმედებდა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი 15 დეკემბრიდან მოქალაქეებს გარეთ გასვლა საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე ეკრძალებოდათ.

ამასთან გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში იდენტიფიცირებული კორონავირუსის ორი სახეობის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთის მთავრობა ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს.

კერძოდ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთში ჩასვლის მსურველებმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ. საფრანგეთში მათ 7-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ, რომლის დასრულების შემდეგ მეორე ტესტი უნდა ჩაიტარონ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი