ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ინვესტორთა ასოციაცია ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტის მომსახურების საფასურს გადაუხდის. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ონლაინ გაკვეთილში მონაწილეობისთვის ბავშვებს პლანშეტიც გადაეცათ. ასოციაციის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში 50 ოჯახს დაეხმარნენ.