ბელგიაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები პირველ მარტამდე გახანგრძლივდა. ამავე განკარგულებით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, შეზღუდვები შესაძლოა, უფრო ადრე მოიხსნას. ნიდერლანდებში კი საყოველთაო კარანტინი 9 თებერვლამდე გახანგრძლივდა. დამატებით მინისტრთა კაბინეტი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შესამცირებლად კომენდანტის საათის დაწესებაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან ქვეყანაშ დაწყებითი სკოლები და საბავშვო ბაღები შესაძლოა 25 იანვრიდან გაიხსნას