1.5 მლრდი დოლარი ქველმოქმედებისთვის

12 იანვარი 2021, 20:07 1148 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის მიერ, ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემულ ქონებას უპრეცენდენტო ქველმოქმედებას უწოდებენ ხელისუფლებაში. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ განხილვის მთავარი თემა დღეს, საქველმოქმედო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

დეპუტატები იმედოვნებენ, რომ სოციალური პასიხისმგებლობის მიმართულებით გაწეული ხარჯი მასშტაბს სამომავლოდაც არ დაკარგავს. საუბარია დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის აქტივებზე.  

Entrepreneur-ის ქართულ რედაქციასთან ინტერვიუს დროს „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე საუბრობს, რომ მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს ყველა მატერიალური აქტივი, რომელიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული, საქველმოქმედო ფონდისთვის გადაეცათ.

ყველაზე დიდ ქველმოქმედებას კი ბიძინა ივანიშვილი მის პოლიტიკაში მონაწილეობას უწოდებს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი