მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესამუშავებლად, წინასაპროექტო კვლევასა და გეგმარებით დავალებასთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულოში სამუშაო შეხვედრა არქიტექტორ მანუჩარ მახათაძესთან გაიმართა. დოკუმენტზე მუშაობის პროცესს, რომელშიც ქალაქის განვითარების გეგმა გაიწერება, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დასწრნენ. მათ კონკრეტული რეკომენდაციებიც ჰქონდათ.