მეხანძრე-მაშველებმა დღეს ტყის და მინდვრის ხანძრის 5 კერის ლიკვიდაცია შეძლეს

09 იანვარი 2021, 20:00 822 ნახვა

მეხანძრე-მაშველებმა დღეს ტყის და მინდვრის ხანძრის 5 კერის ლიკვიდაცია შეძლეს. ხანძრები ლიკვიდირებულია იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში, შიდა ქართლში, რკონის ხეობაში, სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდას და წალენჯიხაში, სოფელ სქურში.

ერთი კერაა დარჩენილი სოფელ დობერაზენში სადაც ხანძარი ლოკალიზებულია. დღის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა, გურიაში, სოფელ მამათში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში