"ფოთი თევზის სუნის გარეშე", "ნუ გვიბინძურებთ ქალაქს" ამ შინაარსის ტრანსფარანტებით, მოქალაქეებმა ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ქალაქში არსებული გაუსაძლისი სუნის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რაც მათი თქმით, თევზის არასწორი გადამუშავების შედეგად დგას. მათ მერიის შენობასთან სიმბოლურად ქაფშია მიიტანეს.
შეკრებილებს ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა პერმანენტულ აქციებს გამართავენ.