პატიმრების ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა დღეს, პარლამენტთან მსვლელობით ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ვერსია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები იმ მუხლებს აპროტესტებენ, რომლებზეც კანონპროექტი ვრცელდება და ამბობენ, რომ ეს რეალურად არა ამნისტია, არამედ შეწყალებაა.
ითხოვენ ამნისტია შეეხოს ყველა პატიმარს, გარდა განსაკუთრებით მძიმე მუხლებით გასამართლებულებისა.