სავარაუდოდ, სწორედ შორენა თეთრუაშვილის იზოლაციაში ყოფნის გამო დაგვიანდა საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნება. საპატრიარქო ჯერჯერობით არ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს რა არის საშობაო ეპისტოლეს გვიან გამოქვეყნების მიზეზი. რაც შეეხება ეპისტოლეს შინაარს, პატრიაქრი მოკლედ ეხება პანდემიასაც და წერს, რომ “ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა”. წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის წახალისება ხდება მსოფლიოში.