ვაშინგტონში არეულობებმა 4 ადამიანი იმსხვერპლა

07 იანვარი 2021, 15:08 1135 ნახვა

კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრისა და შემდგომი მოვლენების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დააკავეს 50-ზე მეტი დემონსტრანტი. საგანგებო მდგომარეობა კი 15 დღით გახანგრძლივდა. „ საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრული“-  კონგრესის მიერ არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასე გამოეხმაურა. იმის გამო, რომ ყველა სოციალურ პლატფორმაზე ტრამპის ანგარიში დაბლოკილია, მიმართვა მისი თანაშემწის ტვიტერის ანგარიშით გავრცელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში