კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება - თამარ გაბუნია

05 იანვარი 2021, 15:25 904 ნახვა

ეპიდემიოლოგების განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან, რომელიც საქართველოშიც დაფიქსირდა, ყველას უფრო მეტი სიფრთხილე მართებს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით,  ახალი შტამის ყველა კონტაქტი უკვე შესწავლილია და ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია გადასული. პაატა იმნაძის განცხადებით, პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია.

მაგრამ ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, რომელმაც იმოგზაურა. მისი თქმით, მოძიებულია იმ ადამიანის ნიმუში და მიმდინარეობს მისი სეკვენირება. აქვე გეტყვით, საქართველოში „ბრიტანული“ შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა, საეჭვო სამი ტესტიდან გუშინ ახალი ვირუსი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოვლინდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი