რა შეზღუდვების მოხსნა იგეგმება 16 იანვრიდან 

04 იანვარი 2021, 16:21 100062 ნახვა

ახალი წლის დღეებში გახსნილი სავაჭრო ობიექტები და მაღაზიები დაიკეტა. 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებია, არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები. მკაცრი აკრძალვების ნაწილი 16 იანვარს მოიხსნება. მთავრობის დადგენილებით ქვეყნის მასშტაბით:

· აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტების, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ -კვირისა);

 

· შაბათ -კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას;

 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:  ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

4. დელივერსა და გატანის სერვისებს;

5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

8. აგრარული ბაზრობის მუშაობას

9. და სხვ.

· არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხი არ განიხილება. პაატა იმნაძის თქმით, დააკვირდებიან, ახალი წლის დღეებში გაზრდილი მობილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე როგორ აისახება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში