2021 წელი კორონავირუსის გავრცელების კუთხით რთული იქნება. ამის შესახებ ჯანმოს წარმომადგენელი მარია ვან კერჰოვე აცხადებს. მისი თქმით, განსაკუთრებით რთული წლის პირველი ნახევარი იქნება, რადგან ბევრ ქვეყანაში მოქალაქეებმა შობა-ახალი წლის დღეებში რეგულაციები უგულებელყვეს.
ვაქცინაციის დაწყება პრობლემას სწრაფად ვერ მოაგვარებს, ამიტომ 2021 წლის განმავლობაში პირბადეების ტარება, ასევე სოციალური დისტანციისა და ხალხმრავლობისგან თავიდან არიდება აუცილებელი იქნება-ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი.