რა ცვლილებები ამოქმედდება 2021 წლიდან?

02 იანვარი 2021, 20:08 883 ნახვა

2021 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ცვლილებები ამოქმედდება. მათ შორის  კომუნალურ საგადასახადო სისტემაში. იზრდება  ელექტრო ენერგიისა და  წყალმომარაგების ტარიფები. ელექტროენერგიაზე მომატებულ თანხას მოსახლეობას 300 კილოვატი ხარჯის შემთხვევაში მთავრობა  2021 წლის ბოლომდე  დაუსუბსიდირებს. ცვლილებების თანახმად 100 ლარით იზრდება მასწავლებლების ხელფასი.  ახალი რეგულაციების ამოქმედდება  იგეგმება სამედიცინო დაწესებულებებში.

ახალი მოთხოვნები ავალდებულებს კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები. ასევე 2021 შრომის ინსპექცია შრომითი უსაფრთხოების გარდა, შეამოწმებს შრომის უფლებების დაცვის საკითხს. ამასთან, უწყებას, კომპანიებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი