ვინ იმუშავებს უქმე დღეებში

02 იანვარი 2021, 20:35 28551 ნახვა

3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე იქნება - ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა. დადგენილებით განსაზღვრულია ის დაწესებულებები, რომელთაც უქმე დღეები არ შეეხება.

მათ შორისაა, პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები, ფარმაცევტული საქმიანობა, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება,  დისტრიბუცია, რეალიზაცია, საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება. უქმე დღეები არ ეხება, საფოსტო და საკურიერო მომსახურებასაც. ასევე, დაკრძალვასთან დაკავშირებულ საქმიანობებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი