მოზარდის სამძებრო სამუშაოები

21 იანვარი 2025, 11:09 384 ნახვა

მეექვსე დღეა ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. სამაშველო სამსახურში აცხადებენ,  მცირეწლოვანს ეძებენ ყველგან, ხმელეთსა და ზღვაში.   

ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, 22 საათზე გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბულვარში, ზღვის სანაპიროსთან იპოვეს. 

დაკარგული მოზარდის  ოჯახმა ჩვენს არხს ფოტო-ვიდეო მასალა მიაწოდა, მიმართავენ საზოგადოებას, თუკი სადმე ეკრანზე ნაჩვენებ ახალგაზრდას შენიშნავთ, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომრებზე 555105500, 599451122  ან დაუკავშირდით საგამოძიებო უწყებებს.     

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი