სულ მალე ვირთხას, თეთრი ხარი ჩაანაცვლებს. ხარი სტაბილურობის, სამართლიანობისა და სიმტკიცის სიმბოლოა, არის უბრალო და შრომისმოყვარე ცხოველი. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, მომავალი წელი, მიმდინარე წელთან შედარებით უკეთესი იქნება. გავრცელებული აზრი თითქოს ხარს წითელი არ უყვარს ტყუილი აღმოჩნდა, თუ რატომ ამას 8 საათიანი მთავარ გამოშვებაში იხილავთ. რაც შეეხება ფერებს: უპირატესობა ახალი წლის ღამეს თეთრს, რძისფერს, კრემისფერს, ვერცხლისფერსა და ნაცრისფერს უნდა მივანიჭოთ. რეპორტაჟში მიხეილ ცაგარელი დეტალურად აღწერს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის იქნება ეს წელი წარმატებული.