იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები საბავშვო ბაღების დირექტორებს და ექიმებს შეხვდნენ. მათ იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს და აცრების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ხვალ შეხვედრა სკოლების მოსწავლეებთან გაიმართება, მოგვიანებით კი მშობლებთან.