2021 წელს ელექტროენერგიის ტარიფზე გაზრდილ სხვაობას 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის მთავრობა დაასუბსიდირებს

29 დეკემბერი 2020, 11:27 2506 ნახვა

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიაზე სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და  გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

"ამ წუთებში მიმდინარეობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის სხდომა და როგორც საქართველოს მთავრობა, ისე საექსპერტო საზოგადოება ყველანი ველით, რომ ტარიფი  გაიზრდება. ამას ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რომლის თანხმადაც  3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. მეთოდოლოგიის ცვლილება შესაძლოა სვადასხვანაირად იყოს გადახედილი, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე, თუმცა წყალზე მხოლოდ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ის რომ თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო ხდება ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ეს მთავრობისთვის შემდგომი ახალი გამოწვევაა.

"ამ გამოწვევას საქართველოს მთავრობამ უნდა უპასუხოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის არ ვიცით რა სიდიდით მოხდება ტარიფის ზრდა. ჩვენ ვიმსჯელეთ გუნდში და მივიღეთ ერთადერთი ამ სიტუაციაში შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და  გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

საქართველოში არის სულ 1 700 000 აბონენტი, აქედან 1 600 000 აბონენტი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების 95% სრულად იქნება ნაზარდი ფასის ელექტროენერგიაზე სუბსიდირებული

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ორგანიზაციებისთვის და არსებობს რისკი ამ გაზრდილი ტარიფის გადაცემის საბოლოოდ მოხმარებისთვის პროდუქტის ფასზე. ამ მიზეზის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის პირველად დასაქმებაში საკვები პროდუქტების ადგილობრივ წარმოებაზე სრულად ექნება დასუბსიდირებული ნაზარდი ტარიფი დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის 50%-ით 2021 წლის განმავლობაში. ეს არის ის მინიმუმი, რომ ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებული პროდუქტის გაძვირებას არ გამოიწვევს"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, გარდა ამისა წყალმომარაგების ტარიფიც, რომელიც სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან ის წლების განმავლობაში არ გადახედილა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში აქაც სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს სოციალურად დაუცველებისთვის. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი