აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა

29 დეკემბერი 2020, 11:04 862 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 271 პაციენტი. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 488 პაციენტი, მძიმეა 101-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 29 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 92 პირი, თვითიზოლაციაშია 2 942.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი