COVID 19-ის ახალი შტამი დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებში

28 დეკემბერი 2020, 11:51 924 ნახვა

იორდანიაში, ნორვეგიასა და კანადაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. ვირუსი დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ პირებს დაუდასტურდათ. კოვიდის ახალი სახეობის თავიდან აცილების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ერთი კვირით გაახანგრძლივა საუდის არაბეთმა. ცნობილი ხდება, რომ თებერვალში კომპანია ფაიზერ-ის ვაქცინას მიიღებს ლიბანი. მასობრივი ვაქცინაცია უკვე დაიწყო ევროკავშირის ქვეყნებში. პრიორიტეტი მოხუცებს და მედპერსონალს ენიჭებათ. პირველი ევროპელი ლიდერი კი, რომელმაც ვაქცინა უკვე ჩაიტარა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრია. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 81 მილიონს აჭარბებს, მათგან 57 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი