ე.წ თავისუფლების კვარტალში ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წევრებისგან დაკომპლექტდა.
ჯგუფის წევრები ირწმუნებიან, რომ ისინი მედიატორები იქნებიან ხალხსა და სამთავრობო უწყებებს შორის, დაეხმარებიან საჭიროების შემთხვევაში იურიდიული და სხვა მომსახურებებით, ამასთან თავისუფლების კვარტალში სთავაზობენ სივრცეს ყველას, ვისაც პროტესტის გამოხატვის სურვილი აქვს და პირობას დებენ, რომ ასეთი აქტივობები არ იქნება აფელირებული რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან.