რიგები საქართველოს ფოსტასთან, მომხმარებლები სერვისის გაუმართაობაზე ამახვილებენ ყურადღებას, მას შემდეგ რაც მაღაზიები დისტანციური მიწოდების სერვისზე გადავიდნენ, უწყების სოციალურ გვერდზე მომხმარებლების უმრავლესობა უკმაყოფილებას კრიტიკული კომენტარების სახით გამოხატავს.
ამბობენ, რომ ნივთები რამდენიმე დღიანი დაგვიანებით ან ხარვეზით მისდით. საქართველოს ფოსტაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.
პირად საუბარში კი შექმნილ ხარვეზებს ადასტურებენ, რასაც წინასაახალწლო დღეებს, პანდემიას და საერთაშორისო რეისების არარეგულარულ ფრენებს უკავშირებენ.