მეათე მოწვევის პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იქნება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ჩაიბარებს.
დანარჩენი უწყებების ხელმღვანელები იქნებიან:
- პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;
- შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა;
- საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
- ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;
- თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;
- გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი-ეკატერინე ტიკარაძე;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი