,,ხოფის ბაზრობის'' გახსნის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს - ჯაბა ფუტკარაძე

24 დეკემბერი 2020, 15:14 1171 ნახვა

აჭარის ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ე.წ. ხოფის ბაზრობის გახსნის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. 

დღეს დილიდან მოვაჭრეები აქციებს მართავდნენ და მუშაობის უფლებას ითხოვდნენ. 

ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, რომ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ეკონომიკური გუნდის სურვილი არის კომერციული საქმიანობა წესების დაცვით გაგრძელდეს. 

''კონსულტაციები გრძელდება, სხვადსხვა უწყებაა ჩართული  ამ კომუნიკაციის ფარგლებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა ყველა ის  გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს რეგიონში მაქსიმალურად აღმოვფხვრათ, თუმცა  უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რაც გაცემულია ეპიდემიოლოგების მიერ და იმის ფარგლებში რამდენად შესაძლებელი იქნება ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით ფუნქციონირება. 

ეს რეკომენდაციები გაცემულია შესაბამის სამართლებრივ საფუძველზე, ვნახოთ თუ ჩაჯდება ამ ჭრილში. ჩვენი სურვილი არის, ნებისმიერ კომერციულ ობიექტს რეკომენდაციების გათვალისწინებით საქმიანობის წარმოების საშუალება ჰქონდეს. 

რეკომენდაციები როდესაც გაიცა, იქ არის გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც სხვადსხვა ობიექტმა უნდა დააკმაყოფილოს, სპეციალისტები მუშაობენ, იქ დასაქმებულ პირებთან ერთად, ეს კრიტერიუმები რამდენად იქნება დაკმაყოფილებული'' - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი