ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ავთანდილ ენუქიძე ბიზნესმენია, ის აფინანსებდა ''პატრიოტთა ალიანს'', პარტიას კი არ აქვს ბერკეტი მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს.
''ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში. ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მეათე მოწვევის პარლამენტში. ყველა პარტიაში არის ბიზნესშემადგენელი. ბატონი ენუქიძე წლების მანძილზე იყო ჩვენი პარტიის მხარდამჭერი. ის არის შემომწირველი და აფინანსებდა არჩევნებს. ის თავისუფალია ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქს მის გადაწყვეტილებაში ჩავერიოთ. ის თავისუფალი ადამიანია და თავად იღებს გადაწყვეტილებას'' - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
''პატრიოტთა ალიანსის'' სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ საპარლამენტო მანდატის დატოვებაზე უარი განაცხადა.