მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში

22 დეკემბერი 2020, 15:21 949 ნახვა

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერგვის კუთხით. ასევე, ვითარდება ბაღიდან სკოლაში ტრანზაქციის მხარდამჭერი პროგრამები და მექანიზმები- ამბობს  განათლების მინისტრობის კანდიდატი, რომელმაც უწყების სამოქმედო გეგმა გააცნო დეპუტატებს.  მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრომ შეიმუშავა საბავშვო ბაღების გახსნისა და ოპერირების დოკუმენტი, რომელიც პოსტ პანდემიურ პერიოდში სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება. კიდევ ერთი მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც მოუსმინეს ეკატერინე ტიკარაძეა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ძირითადი ყურადღება გაამახვილა  კოვიდ 19-ით გამოწვეულ რეალობასა და პანდემიის მართვის ეტაპებზე.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი