მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში

22 დეკემბერი 2020, 11:35 1050 ნახვა

მთავრობის შემადგენლობის განხილვას კომიტეტები დღეს დაასრულებენ. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატები აცნობენ პარლამენტარებს სამოქმედო გეგმას. დღესვე პარლამენტში  ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობის კანდიდატები მივლენ და წარადგენენ სამთავრობო პროგრამას.ფორმატი დღესაც უცვლელია, მინისტრობის კანდიდატებს მხოლოდ ,,ქართული ოცნების“  დეპუტატები უსვამენ  შეკითხვებს, რაზეც მმართველ გუნდში მაუწყებელს უთხრეს, რომ კრიტიკული კითხვების დასმას ოპოზიციის გარეშეც შეძლებენ. მთავრობას ნდობის მისაღებად სჭირდება სულ მცირე 76 ხმა. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი