საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

22 დეკემბერი 2020, 10:57 1459 ნახვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. 3 740 პირი  გამოჯანმრთელდა. 

ქვეყნის მასშტაბით 17 007 ტესტი ჩატარდა. 

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა - 191, იმერეთი - 497, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 244, გურია - 52, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 264, კახეთი - 196, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910.

6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 787, აჭარაში - 692. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში - 534, აჭარაში - 123, იმერეთში - 242.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 37, იმერეთში - 62. 1 671 ადამიანი მოთავსებულია კლინიკა სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 747 - აჭარაში, 110 - იმერეთში. 13 881 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში