მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი, ივანე მაჭავარიანი და ნათია თურნავა -პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად სხდომა 24 დეკემბერს ჩატარდება, მანამდე კი კანდიტატების და მათ სამთავრობო პროგრამებს კომიტეტების ფორმატში ისმენენ დეპუტატები, თუმცა მხოლოდ ქართული ოცნების წევრები, რადგან როგორც იცით ოპოზიცია მანდატებზე უარს ამბობს. ეკონომიკის მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ანაკლიის პორტის ოპერირება დაასახელა, საგარეო ვალი, რომელიც როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ქვეყანას ბევრი აქვს უნდა შემცირდეს, რისთვისაც ივანე მაჭავარიანი ახალი სტრატეგიაზე მუშაობას აანონსებს. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ მთავრობის ვალის მაჩვენებელმა შიდა პროდუქტის 60%-ს მიაღწია.გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, დღესვე დავით ზალკანიანს მოუსმენენ.