იმის მიუხედავად, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეებია იკლებს, გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა. ბოლო 24 საათში 3 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ეპიდემიოლოგები ახალი წლის დღეებში მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ წვეულებებისგან. მთავრობა ფრთხილობს და კონსულტაციებს ამ დრომდე განაგრძობს. 5 დღით ადრე ისევ უცნობია, რა შეზღუდვები მოიხსნება 24 დეკემბრიდან.