იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევი კომისიის სხდომა

05 ივლისი 2024, 17:56 310 ნახვა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობის მსურველი ხუთივე კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე გადავიდა - გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  შესარჩევი კომისიის სხდომაზე მიიღეს.  კანდიდატებთან გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს საქართველოს პრეზიდენტი კომისიის რეკომედაციით შეარჩევს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით ირჩევა. პრეზიდენტის კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასმოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა იყო.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში