მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 600-მდე პირი გადაამზადა - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
"თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ბარისტებს, ღვინის მარნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:
გარდა ტრენინგებისა, უწყებამ სერვისის გასაუმჯობესებლად ასევე უმასპინძლა გიდების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. მას 273 ადამიანი ესწრებოდა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარები ბათუმში შემოდგომაზე განახლდება. მათში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge - ზე უნდა გაიარონ",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.