გამოწვევები საავტომობილო ბაზარზე

05 ივლისი 2024, 19:59 521 ნახვა

ქართული  საავტომობილო ბაზარი რეგიონში ძალიან პოპულარულია, თუმცა ადგილობრივი დილერები გამოწვევებზე საუბრობენ. ერთის მხრივ ქვეყანაში ბევრია მეორადი და მესამედი გაყიდვის ავტომობილები, რაც იმპორტირებული მანქანების გაყიდვების რაოდენობას ამცირებს. მეორე კი ის არის, რომ ის უცხოელები, ვინც საქართველოში ავტომობილებს აქამდე მხოლოდ ყიდულობდნენ, ახლა თავისით ეწევიან სადილერო საქმიანობას, რაც ადგილობრივ მეწარმეებს კონკურენციულ პრობლემებს უქმნის. შემცირებულ ბრუნვაზე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს.

  მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და ექსპორტიც შემცირებულია. რა გამოწვევების წინაშეა საავტომობილო ბაზარი და ინარჩუნებს თუ ვერა საქართველო რეგიონში ავტომობილებით ვაჭრობის ერთგვარ ჰაბს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში