კომპანია „კოკა-კოლა“ გლობალური მასშტაბით 2200 სამუშაო ადგილს შეამცირებს. აქედან 1200-ს აშშ-ში. სამუშაო ადგილების შემცირების მიზეზი პანდემია არ ყოფილა, თუმცა აცხადებენ, რომ ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა ბიზნესის რესტრუქტურიზაცია დააჩქარა. გასული წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომპანია „კოკა-კოლაში“ დასაქმებული იყო 86 200 თანამშრომელი,მათგან10 400 აშშ-ში მუშაობდა.