შედგება, თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, კვლავ გაურკვეველია. ორივე მხარე ამბობს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა, ერთმანეთს მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ. ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიცია ისევ შეიკრიბება. განხილვის მთავარი თემა ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებებია პარტიებისთვის დაფინანსების გაუქმებასა და სხვა ინიციატივებზე. ამბობენ, რომ ხელისუფლება არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამს და მათ განცხადებებს მუქარად აფასებენ.