''ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა'' უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. პარტია უსკოს მიერ მიღებული შემაჯამებელ ოქმს მანდატების განაწილების ნაწილში ასაჩივრებს. დიმიტრი ჭეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი რამდენიმე წუთის წინ შეიტანა. მისი განცხადებით, მანდატები არასწორად გადანაწილდა. მისივე თქმით, უმაღლესი საბჭოს შესახებ კანონის მიხედვით, გაუნაწილებელი მანდატი ~დემოკრატიულ მოძრაობას~ უნდა მიეღო. საკითხთან დაკავშირებით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადება არ გაკეთებულა.