მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება - ირაკლი კობახიძე

15 დეკემბერი 2020, 14:32 797 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით პრემიერის პოზიციას ელოდებიან, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში არ იგეგმება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვინ ჩაიბარებს იუსტიციის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობას უცნობია, რადგან ჯერჯერობით განხილვა არ ყოფილა.

"ჩვენ, პირველ რიგში ველოდებით პრემიერის პოზიციას. პრემიერთან გვექნება შეხვედრა, უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში. მისგან მოვისმენთ მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე შედგება უკვე განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კანდიდატურებს, ჯერჯერობით, არ გვიმსჯელია ამასთან დაკავშირებით და ველოდებით პრემიერს. არსებითად იგივე რჩება მთავრობის შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა აქამდე. რაც შეეხება ცალკეულ ცვლილებებს, იუსტიციის ნაწილშია გამოკვეთილი, რომ ცვლილება იქნება, სხვა რაიმე ინფორმაცია ცვლილებასთან დაკავშირებით არ არსებობს. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში არ ველოდებით", - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში