ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია? - სალომე ზურაბიშვილი

22 დეკემბერი 2024, 22:10 94 ნახვა

მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი ხართ“, მართალია, რომ ჩვენ დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები. მართალია, რომ მე მალე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, მათ არ ეშინიათ, რადგან იქ მხოლოდ, სიყვარული სუფევს.

„ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებს. უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა. რომელიც ხვალ, ზეგ ძალიან ძლიერი და ევროპული საქართველო იქნება. ამას ვერავინ გააჩერებს. მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი ხართ“, მართალია რომ ჩვენ დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები. მართალია, რომ მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია? არ გვეშინია, რადგან აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ეს კიდევ ერთი ტყუილია ბევრ ტყუილთა შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა დღეს დედაქალაქში მიმდინარე მსვლელობებზე, რა დროსაც გამოყო „ანწუხელიძის“ მარში და აღნიშნა, რომ სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვართ ვალდებული, რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსი, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე გაიღო.

"დღეს აქ მრავალთა მარშის შუა მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - „ანწუხელიძის“ მარში. სწორედ, ანწუხელიძის წინაშე ვალდებული ვარ, თქვენ ხართ ვალდებული რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო. ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც, ჩვენ აქ ვდგავართ, თორემ არ ვიქნებოდით და არ იქნებოდა საქართველო. მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება და თმობს, როცა მართალია. საქართველო მართალია. მართალი ხართ თქვენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში