ეს სცენა ჩვენია, ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია - სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო სოფლის სცენიდან აქციის მონაწილეებს მიმართა

22 დეკემბერი 2024, 20:43 162 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში მოწყობილ სცენაზე ავიდა და აქცია-მსვლელობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„მინდა, მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის, გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია. კახელებს და სხვებსაც დიდი მადლობა. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი დიდი მადლობა და შევხვდეთ ცხრა საათზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტთან დღევანდელ აქციას შეუერთდება და 21:00 საათზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში